loader

ცნობილია დაკავებული 3 ფიგურანტის ვინაობა 20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის საქმეზე - ახალი დეტალები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ცნობილია დაკავებული 3 ფიგურანტის ვინაობა 20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის საქმეზე - ახალი დეტალები

ცხვარიჭამიაში მოკლული 20 წლის მირიან კუკავას საქმეზე სამართალდამცველებმა 3 პირი დააკავეს.

გუშინ, მთელი დღის განმავლობაში, მცხეთის პოლიციის სამმართველოში იმ ახალგაზრდების გამოკითხვა მიმდინარეობდა, რომლებსაც მომხდართან დაკავშირებით, სავარაუდოდ, ინფორმაცია ჰქონდათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ცნობისთვის, შემთხვევა ცხვარიჭამიაში მოხდა. არსებული ინფორმაციით, მირიან კუკავა მეგობრის სახლში, დაბადების დღეზე იმყოფებოდა, რა დროსაც სუფრასთან ახალგაზრდებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. აღნიშნული მოგვიანებით ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ერთ-ერთმა ახალგაზრდამ მირიან კუკავას გულ-მკერდის არეში დანით ჭრილობა მიაყენა. ის შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

მოკლული ახალგაზრდა ცნობილი ექიმის - ნინო ვაშაკიძის შვილია.

ვიდეო: "მთავარი არხი"