loader

ცნობილია ცხვარიჭამიაში, დაბადების დღეზე მოკლული 20 წლის ბიჭის ვინაობა - მკვლელობის დეტალები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ცნობილია ცხვარიჭამიაში, დაბადების დღეზე მოკლული 20 წლის ბიჭის ვინაობა - მკვლელობის დეტალები

20 წლის ბიჭი, რომელიც ცხვარიჭამიაში მოკლეს, თბილისში მცხოვრები მირიან კუკავაა. როგორც "კურიერმა" გაარკვია, კუკავა ქალაქგარეთ მეგობრებთან ერთად იყო გასული, ახალგაზრდები ერთ-ერთი მეგობრის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ. სწორედ დაბადების დღის სუფრაზე მოხდა დაპირისპირება, რამაც, საბოლოოდ, სტუდენტის სიცოცხლე შეიწირა. ის ცივი იარაღით მოკლეს.

რა გახდა მკვლელობის მიზეზი და ვინ არის დამნაშავე, ჯერჯერობით, უცნობია. დამნაშავეს რომელსაც პოლიცია ამ დრომდე ეძებს. "კურიერის" ინფორმაციით, ცხვარიჭამიაში, ჩოხელების დასახლებაში დაბადების დღის წვეულებას, დაახლოებით, 40-50 ახალგაზრდა ესწრებოდა. გარდაცვლილს ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

არასრულწლოვნები, ამ წუთებში, მშობლებთან ერთად იმყოფებიან პოლიციის განყოფილებაში და პასუხს სცემენ კითხვებს, თუ რას მოჰყვა დაპირისპირება.

შემთხვევის ადგილზე, ცხვარიჭამიაში, უკვე დასრულებულია საგამომძიებლო მოქმედებები.

მკვლელობა გვიან ღამით მოხდა და სავარაუდოდ, ფაქტს ჰყავდა თვითმხილველები, რომლებიც მომხდარს უშუალოდ ჩხუბის დაწყების შემდეგ შეესწრნენ. "კურიერის" ინფორმაციით, ერთი სავარაუდო ეჭვმიტანილი პოლიციას უკვე ჰყავს, თუმცა ამასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია, ჯერჯერობით, უცნობი., ცნობილია, რომ ის დაკავებული არ არის.

ადგილობრივი მოსახლეობის ცნობით, ეს არ იყო გაქირავებული აგარაკი, არამედ ეს იყო მეპატრონის დაბადების დღე და ამ მიზეზით იყვნენ შეკრებილი ახალგაზრდები.

იკვეთება გარემოება, რომ 20 წლის მირიან კუკავა ადგილზე არ გარდაცვლილა. მოკლულის ახლობლებს სავარაუდო ეჭვმიტანილის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

წყარო: "რუსთავი 2"