loader

აქამდე უცნობი ფაქტები კიმ ჩენ ინის შესახებ - ცნობილი დიქტატორის უცნაური ჩვევები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აქამდე უცნობი ფაქტები კიმ ჩენ ინის შესახებ - ცნობილი დიქტატორის უცნაური ჩვევები

ჩრდილოეთ კორეაში ახლა 110 წელია. კიმ ჩენ ინის ასაკი ისევ დაუდგენელია, მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა დიქტატორის ქვეყანა კი კვლავ იზოლირებულია დასავლური ცივილიზაციისგან.

ქვეყანა მუდმივად სანქცირებულია საერთაშორისო ორგანიზაციებისგან მისი მილიტარისტული მისწრაფებების გამო. სწორედ ამიტომ, ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი მძვინვარებს, თუმცა არა პრივილეგირებული ელიტისთვის.

იმ დროს, როდესაც ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქში, ფხენიანში, ქვეყნის ელიტა ფუფუნებაში ცხოვრობს, მოსახლეობის დიდი ნაწილი სიღარიბეს და ქრონიკულ შიმშილს ებრძვის.

ამ ყველაფრის ფონზე, საზოგადოება საოცარ უთანასწორო პირობებში ცხოვრობს:

სახელმწიფოს ელიტას დედაქალაქში ცხოვრების უფლება აქვს.

ცნობილია, რომ ჩრდილოეთ კორეაში მოსახლეობა ხუთ კასტად არის დაყოფილი. პრივილეგირებულ ელიტას - ჩრდილოკორეელთა 10% მიეკუთვნება. ისინი "სპეციალური" სტატუსით სარგებლობენ და დედაქალაქ ფხენიანში ცხოვრების უფლება მხოლოდ მათ აქვთ.

დანარჩენ მოსახლეობას დედაქალაქში შესვლა ეკრძალება.

ჩრდილოეთ კორეის სამი სოციალურად დაუცველი კასტა ვალდებულია იცხოვროს იმ ტერიტორიაზე, სადაც სახელმწიფო მიუთითებს. მათ არ აქვთ ზედმეტი საკვების მიღების ან ზედმეტი ძილის უფლებაც კი.