loader

"აჩხუბებენ და ფარეხში ჰყავთ გამოკეტილი​... პატრონი იმალება" - რას წერს მოქალაქე ძაღლზე, რომელმაც 11 წლის ბავშვი დაკბინა? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"აჩხუბებენ და ფარეხში ჰყავთ გამოკეტილი​... პატრონი იმალება" - რას წერს მოქალაქე ძაღლზე, რომელმაც 11 წლის ბავშვი დაკბინა?

პიტბულს, რომელმაც გუშინ რუსთავში 11 წლის ბავშვი დაკბინა, მუნიციპალურშია გადაყვანილი და დაძინებას უპირებენ - ამის შესახებ ინფორმაციას მოქალაქეები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.

არსებული ინფორმაციით, ძაღლს პატრონი აჩხუბებს და ფარეხში ჰყავს გამოკეტილი. ქსელში გამოქვეყნებული პოსტების მიხედვით, ძაღლის პატრონი პასუხისმგებლობას თავს არიდებს და იმალება.

"ეს ის ძაღლია გუშინ 8 მიკროში ბავშვს რომ უკბინა...

ნახეთ რა მდგომარეობაშია, ძაღლებისგან დაკბენილი უამრავი შრამით, პატრონი აჩხუბებს და პლიუს ფარეხში ჰყავს გამოკეტილი

ამ ქვეყანაში ყველა ავადმყოფს პიტბული ჰყავს ან უნდა რომ ჰყავდეს, იცით რატომ? თავიანთ ეგოს იკმაყოფილებენ საკუთარი ძაღლის ჩხუბით აბა ვისი მოერევა, ვისი ძაღლი დაკბენს და დაგლეჯს უკეთესად!

პატრონი იმალება და თუ ვინმემ რამე იცით მოიწერეთ

ძაღლი მუნიციპალურშია გადაყვანილი", - წერენ სოციალურ ქსელში.