loader

"რა უბედურებაა ეს, ფოტოებს იღებთ, კი ბატონო, გადაიღეთ, ამაში ფულს არავინ გახდევინებთ, უბრალოდ..." - სოციალურ ქსელში მიმართვა ვრცელდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"რა უბედურებაა ეს, ფოტოებს იღებთ, კი ბატონო, გადაიღეთ, ამაში ფულს არავინ გახდევინებთ, უბრალოდ..." - სოციალურ ქსელში მიმართვა ვრცელდება

50 ჰა ფართობზე გაშენებული ულამაზესი პლანტაციები სოფელ ნაწრეტში მცხოვრებ თემურ ფსუ­ტურს ეკუთვნის.

როგორც ირკვევა, ადგილზე მისულებმა სხვისი საკუთრება დააზიანეს, მზესუმზირები მოგლიჯეს და მეტიც, ზოგმა სახლშიც კი წაიღო.

„მოგესალმებით, მეგობრებო. ფოტოდან გამომდინარე, მიხვდებოდით, თუ რა თემას უნდა შევეხო. ფოტოებს იღებთ, კი ბატონო, გადაიღეთ, ამაში ფულს არავინ გახდევინებთ, უბრალოდ, რატომ წყვეტთ მზესუმზირებს ფოტოების გადასაღებად? რამდენიმე ადამიანს უდევს ფოტო, თაიგული აქვს შეკრული. ეს პირდაპირ ადამიანის განუვითარებლობაზე მეტყველებს. და კიდევ ერთს დავამატებ, სახლში ნუ მიგაქვთ და წყალში ნუ აწყობთ, მაინც ვერ იცოცხლებს დიდხანს, რა უბედურებაა ეს. ვინ ვარ, ამას თავად მიხვდებოდით, პოსტიდან გამომდინარე“ - წერს ანონიმური პოსტის ავტორი ჯგუფში „Spend 4 Seasons in Georgia“.