loader

"აი, საიდან სადამდე. სამწუხაროა ეს ყველაფერი.." - გიორგი გახარია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"აი, საიდან სადამდე. სამწუხაროა ეს ყველაფერი.." - გიორგი გახარია

სამწუხაროა ეს ყველაფერი. საკუთარი პერსონალური ინტერესებით ქვეყნის მომავლის ვაჭრობამდეც მივედით, - ასე აფასებს პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის წერილს.

როგორც გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მითები ასე იმსხვრევა.

„აი, საიდან სადამდე. სამწუხაროა ეს ყველაფერი. საკუთარი პერსონალური ინტერესებით ქვეყნის მომავლის ვაჭრობამდეც მივედით და ასე იმსხვრევა მითები საერთოდ“, - აცხადებს გახარია.

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს განცხადება გაავრცელა. ბიძინა ივანიშვილი ადასტურებს, რომ მასსა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, კელი დეგნანს შორის შეხვედრა შედგა. როგორც ივანიშვილი განმარტავს, შეხვედრა ელჩის თხოვნით, 21 მარტს გაიმართა და ის დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა.

ამასთან, საუბრობს რეგიონში არსებული პოლიტიკურ ვითარებაზეც და აღნიშნავს, რომ დღეს, როცა ომის საფრთხე განეიტრალებულია, მმართველ გუნდს აქვს შესაძლებლობა, ყურადღება უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტზე გადაიტანოს და იზრუნოს, რომ საქართველოს ურთიერთობები აშშ-სა და ევროკავშირთან არ დაზიანდეს. გარდა ამისა, როგორც ბიძინა ივანიშვილი განმარტავს, გარკვეული ძალები საქართველოს ომში ჩათრევას აქტიურად ცდილობდნენ და ეს მიზანი დღესაც აქტუალურია - მმართველმა გუნდმა სწორად იმუშავა და ომის საფრთხის პირველი ეტაპი გადალახა. ივანიშვილი განცხადებაში როგორც ქვეყანაში შექმნილ ვითარებას, ისე უშუალოდ მასსა და შვეიცარიულ ბანკს შორის მიმდინარე დავასაც აფასებს და აღნიშნავს, რომ არც იმას აქვს მნიშვნელობა, თუ რაზე გეგმავდა შვეიცარიული ბანკის მიერ გაჩერებული თანხების დახარჯვას.