loader

"არსებობს რისკი, რომ გოგაშვილი ციხეში მოკლან" - აფგან მუხთარლი საქართველოს ხელისუფლებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"არსებობს რისკი, რომ გოგაშვილი ციხეში მოკლან" - აფგან მუხთარლი საქართველოს ხელისუფლებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს

"იმედი მაქვს, რომ სოსო გოგაშვილი მისცემს ჩვენებას ჩემს საქმეზე, რადგან მან საჯაროდ უკვე განაცხადა, რომ ჩემი გატაცება მოხდა ბიძინა ივანიშვილის შეკვეთით. მთავარია, გოგაშვილი ციხეში არ მოკლან, ივანიშვილს ამის გაკეთებაც შეუძლია" - ამის შესახებ აფგან მუხთარლიმ "ტვ პირველს" განუცხადა.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, პატიმრობაში მყოფმა სოსო გოგაშვილმა, გუშინ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ჟურნალისტი აფგან მუხთარლიც არის ნახსენები. გოგაშვილის თქმით, მისი გატაცება ბიძინა ივანიშვილის დავალება იყო, რომელიც "სუს-ის ზონდერებმა" შეასრულეს და ოპერატიულ-ტექნიკურმა დეპარტამენტმა (ოტო) წაშალა.

შეგახსენებთ, მუხთარლი თბილისში 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარდა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ის აზერბაიჯანში იმყოფება. აფგან მუხთარლის ბრალი სამი მუხლით - აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, კონტრაბანდის და ხელისუფლების წარმომადგენლისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლებით ჰქონდა წაყენებული. 2018 წლის 12 იანვარს აზერბაიჯანულმა სასამართლომ აფგან მუხთარლის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა აზერბაიჯანის ციხიდან ერთი წლის წინ გაათავისუფლეს. დარჩენილი წლები მას პირობითად ჩაეთვალა.

მუხთარლი მიიჩნევს, რომ საქართველოდან მისი გატაცება და აზერბაიჯანში გადაყვანა ბიძინა ივანიშვილის დავალებით მოხდა.