loader

თათია შარანგიას პირველი კომენტარი ქმართან დაშორების შემდეგ - "უამრავი კითხვა მოდის სანდროსთან დაკავშირებით..." - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თათია შარანგიას პირველი კომენტარი ქმართან დაშორების შემდეგ - "უამრავი კითხვა მოდის სანდროსთან დაკავშირებით..."

ტელეწამყვანი თათია შარანგია ქმართან დაშორების შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს. როგორც თათია შარანგიამ სოციალურ ქსელში დაწერა, ის და სანდრო შელია მეგობრებად და ერთმანეთის უპირობო მხარდამჭერებად რჩებიან.

"უამრავი კითხვა მოდის სანდროსთან დაკავშირებით. სანდრო არის ჩემი ცხოვრების ყველაზე ახლო ადამიანი, ჩემი ბიჭების მამა.

მისი მადლობელი ვიქნები მთელი ცხოვრება იმ არაჩვეულებრივი 10 წლისთვის, რაც ერთად გავიარეთ. ვრჩებით არაჩვეულებრივ მეგობრებად და ერთმანეთის უპირობო მხარდამჭერებად.

რაც მთავარია, ეს გვერდში დგომა, რასაც ერთმანეთს ვპირდებით, არასოდეს იქნება ცარიელი სიტყვები. ერთმანეთის სიტყვის ფასი ორივემ კარგად ვიცით, მომავალი ჩვენს ხელშია. თითოეული ჩვენგანის ხელშია და ის სასიამოვნო მოულოდნელობებით არის სავსე", - წერს ტელეწამყვანი.

თათია შარანგიასა და სანდრო შელიას დაშორების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. აღნიშნულის შესახებ საზოგადოებას სანდრო შელიამ აცნობა.