loader

მძიმე კადრები რუსთავიდან - "გამოვარდა პიტბული და 11 წლის ბიჭი დაგლიჯა" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მძიმე კადრები რუსთავიდან - "გამოვარდა პიტბული და 11 წლის ბიჭი დაგლიჯა"

რუსთავში 11 წლის ბიჭი პიტბულმა დაკბინა. არასრულწლოვანმა ეზოში თამაშის დროს ერთ-ერთი ავტოფარეხის კარი გამოაღო, სადაც დამწყვდეული იყო პიტბული. ძაღლი კარის გაღებისთანავე ბიჭს თავს დაესხა და დაკბინა. თვითმხილველების ცნობითვე, ეზოში მყოფებმა ძაღლისთვის ბავშვის გამოტაცება შეძლეს, რა დროსაც რამდენიმე პირმა მსუბუქი დაზიანება მიიღო, პიტბული კი კვლავ ავტოფარეხში ჩაკეტეს.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ცნობით, ბავშვს სხეულის სხვადასხვა ნაწილში რამდენიმე ნაკბენი აქვს, თუმცა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არ აღენიშნება და მას ყველა შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.