loader

ირაკლი მაქაცარიას პირველი კომენტარი მისი ქორწილის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟის შემდეგ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ირაკლი მაქაცარიას პირველი კომენტარი მისი ქორწილის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟის შემდეგ

ირაკლი მაქაცარია მისი და ლიზა ჩაჩუას ქორწილის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს, რომელიც ფოტოგრაფებს შეეხებოდა, სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"ჩემო საყვარელო ადამიანებო, მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ იმ ზღვა კეთილი სურვილებისთვის, რასაც მე და ჩემი ლიზა დღემდე ვღებულობთ თქვენგან.

ძალიან ვაფასებ და მახარებს ყოველი თქვენი თბილი სიტყვა! ღმერთმა ყველას დაგიბრუნოთ ის სიკეთე, რასაც გასცემთ ასმაგად. ბევრს არ დავწერ იმაზე, რაც “ატყდა” სოცქსელში იმ პოსტზე, რომელიც დაწერა ადამიანმა, რომელიც არც კი იმყოფებოდა ჩვენს ქორწილში, თუმცა გადაწყვიტა მიეღო თავისი კუთვნილი პოპულარობის 5 წთ. სამწუხაროა და ცოტა უხერხულიც, თუმცა ყველას თავისი არჩევანი აქვს ცხოვრებაში. მადლობა ყველას, ვინც სწორად გაიგეთ, რაც მოხდა და თქვენი პოზიციაც დააფიქსირეთ. პ.ს. განსაკუთრებული მადლობა ჩვენი ქორწილის ორგანიზატორებს და მთელ გუნდს, ვინც ენერგია არ დაიშურა, რომ ეს დღე მაქსიმალურად ლამაზი და დასამახსოვრებელი ყოფილიყო Geoworld Events" - წერს ირაკლი მაქაცარია.