loader

"მამის გამო შვილისთვის პასუხის მოთხოვნა უკიდურესად დიდი ქაჯობაა... ის რომ უზრდელი და თავხედია და თავს ვერ აკონტროლებს, მისი პირადი პრობლემაა" - თინა ხიდაშელი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მამის გამო შვილისთვის პასუხის მოთხოვნა უკიდურესად დიდი ქაჯობაა... ის რომ უზრდელი და თავხედია და თავს ვერ აკონტროლებს, მისი პირადი პრობლემაა" - თინა ხიდაშელი

თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი თინა ხი­და­შე­ლი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" თამ­ჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე­სა და "მთა­ვა­რი არ­ხის" ჟურ­ნა­ლისტს შო­რის მომ­ხდარ ინ­ცი­დენტს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეხ­მაურება.

"მამის გამო შვილისთვის პასუხის მოთხოვნა, სახელების ძახილი და სხვა (აქ არ შევდივარ იმის გარჩევაში, რა არის მართალი და რა ტყუილი მამის შესახებ), უკიდურესად დიდი ქაჯობა, უკულტურობა და უზარმაზარი მანკიერებაა ჩვენი საზოგადოების.

სიმართლე გითხრათ, ეს რომ ჩვენში ჩვეულებრივ ამბად იქცა და დიდად არავის აწუხებს, უფრო ფუნდამენტური და სიღრმისეული ტრაგედია მგონია, ვიდრე მმართველი პარტიის თავმჯდომარის უზრდელობა.

ის რომ უზრდელი და თავხედია და თავს ვერ აკონტროლებს, მისი პირადი პრობლემაა, ქვეყნის ტრაგედია არ არის. ქვეყნის ტრაგედია ბიძინაა, რომელიც მას და ბევრს ისე ათამაშებს და სახეს აკარგვინებს, როგორც იმ კონკრეტულ მომენტში დასჭირდება საკუთარი სარგებლისთვის და ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ.

მაგრამ ქვეყანაში უმრავლესობას საერთოდ არაფრად რომ არ მიაჩნია, ეს მამაშენი კაგებეშნიკი იყო გაუთავებელი ძახილი, ბულინგი და დანამუსება, ამას არ ვიცი, რა ეშველება. კობახიძე ხვალ აღარ იქნება პარტიის თავმჯდომარე და მისი პარტიაც აღარ იქნება და ისიც არავის გაახსენდება, თქვენ კი ასევე გააგრძელებთ ამ ამბავს, როგორც მიშას დროს, როგორც ბიძინას დროს. სწორედ მათ ტრენდზე იქნებით და არაფერი შეიცვლება. მთავარი მუდამ გვერდზე დარჩება და მეასეხარისხოვანს შევალევთ დროს და ენერგიას", - წერს თინა ხიდაშელი.