loader

"ირაკლი კობახიძეს მინდა შევთავაზო..." - ინგა გრიგოლიას პასუხი "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ირაკლი კობახიძეს მინდა შევთავაზო..." - ინგა გრიგოლიას პასუხი "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს

"ირაკლი კობახიძეს მინდა შევთავაზო, სარკეში ჩაიხედოს, ის უფრო ჰგავს პავლიკა მოროზოვს თუ მე. ეს ჩემი უბრალოდ რჩევაა. დასკვნას თავადვე მარტივად გააკეთებს.

გავიცინებდით მის კომენტარსა და საშინელ თავდასხმებზე, რომ არ იყოს ის მმართველი პარტიის თავმჯდომარე. როდესაც ირაკლი კობახიძე თავს ესხმის დამოუკიდებელი მედიის ჟურნალისტს ისეთი ფორმით, რაც ვნახეთ გუშინ, როდესაც დღეს თავს ესხმის სხვა არხების წარმომადგენლებს, მე და გიორგი თარგამაძეს, ეს ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ ეს ხელისუფლება ყველაფერზე წავა, თუკი მათ პატარა დისკომფორტი შეექმნებათ მედიის წყალობით.

გადმოდიან მორალურ, რეპუტაციულ განადგურებაზე. ფიზიკური განადგურების მაგალითი გვიდევს 5 ივლისი და ლექსო ლაშქარავას ტრაგედია. ვვარაუდობ, რომ დაიწყება კიდევ ახალი ეტაპი, ქართული მედიის მოგუდვის“, - ამბობს ინგა გრიგოლია "ტვ პირველთან" საუბრისას.