loader

"მის ყველაზე რთულ ფორმას ადამიანის პარალიზება შეუძლია" - სად დაფიქსირდა მძიმე დაავადება, რომლითაც ათწლეულებია უამრავ ქვეყანაში და მათ შორის, საქართველოში, არავინ დაავადებულა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მის ყველაზე რთულ ფორმას ადამიანის პარალიზება შეუძლია" - სად დაფიქსირდა მძიმე დაავადება, რომლითაც ათწლეულებია უამრავ ქვეყანაში და მათ შორის, საქართველოში, არავინ დაავადებულა

1979 წლის შემდეგ პირველად, აშშ-ში გამქრალი ვირუსი - პოლიომელიტი დაბრუნდა. ნულოვანი პაციენტი ნიუ-იორკის შტატში ცხოვრობს და ის დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინით არასდროს აცრილა.

ექსპერტების თქმით, პოლიომელიტის მკურნალობა არ არსებობს, თუმცა მისგან თავის დაცვა უსაფრთხო და ეფექტიანი ვაქცინაციით არის შესაძლებელი.

პოლიომელიტი პოტენციურად მომაკვდინებელი მწვავე ვირუსული დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს ნერვული სისტემის დაზიანება, 100-იდან ერთ შემთვევაში კი მის ყველაზე რთულ ფორმას ადამიანის პარალიზება შეუძლია.

ვირუსი ადვილად ვრცელდება ინფიცირებული პირის განავლით და ნაკლებად ხშირად ჰაერწვეთოვანი გზით.