loader

ვრცელდება კადრები, როგორ დააკავეს აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ჯაშუშობის ბრალდებით ქრისტინე თაკალანძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვრცელდება კადრები, როგორ დააკავეს აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ჯაშუშობის ბრალდებით ქრისტინე თაკალანძე

ოკუპირებულ აფხაზეთში ახალგაზრდა ქალი დააკავეს, რომელსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების სამსახურის ცნობით, ბრალად "საქართველოს სპეცსამსახურების სასარგებლოდ ჯაშუშობა" ედება.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების სამსახურის ცნობით, ქრისტინე თაკალანძე გალის რაიონის სოფელ ნაბაკევიდანაა.

ოკუპირებული აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის, ქრისტინე თაკალანძის შესახებ განცხადებას ავრცელებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

„ოკუპირებული აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე ქრისტინე თაკალანძე. უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი და განხორციელდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეების ინფორმირება.

საქართველოს მოქალაქის უკანონო პატიმრობიდან გასათავისუფლებლად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ყველა არსებული მექანიზმის გამოყენებით.

საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული უკანონო დაკავებები ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას და უკიდურესად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს“, - ნათქვამია განცხადებაში.