loader

"მშობლის ცოდვების შვილისთვის წამოძახება არის არასწორი, გინდა არახამიამ ქნას ეს, გინდა განდიმ" - ზურა ჯაფარიძე განცხადებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მშობლის ცოდვების შვილისთვის წამოძახება არის არასწორი, გინდა არახამიამ ქნას ეს, გინდა განდიმ" - ზურა ჯაფარიძე განცხადებას ავრცელებს

"მშობლის ცოდვების შვილისთვის წამოძახება არის არასწორი, გინდა არახამიამ ქნას ეს, გინდა განდიმ, ზოგადად ასეა" - ამის შესახებ პარტიის "გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის" ლიდერი ზურა ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ამ ქვეყანაში ვინმეს წინაპრისთვის "კაგებეშნიკის" დაძახება და ამით დისკრედიტაციის მცდელობა არის, ერთი მხრივ, გახუნებული, მეორე მხრივ კი - უაზრობა.

"აქ დღეს ვინც ვცხოვრობთ, ჩვენი ყველას წინაპრები ან სისტემის ჯალათები იყვნენ ("კაგებეშნიკები"), ან სისტემის მონები. სხვა ყველა, ვინც სისტემის ჯალათობასა და მონობაზე უარი თქვა, საბჭოთა სისტემამ გასრისა და გაანადგურა. რომელი სჯობს, სისტემის ჯალათობა თუ მონობა - ჩემი აზრით, ერთის დედაც და მეორისაც.

მაგრამ ასეთი ხალხი ვცხოვრობთ დღეს აქ. ასეთი ხალხი ვწვალობთ, რომ ვისწავლოთ ხელახლა, რას ნიშნავს თავისუფლება. ამიტომ ახერხებენ აქ ძალაუფლების მოყვარულები ერთპიროვნული მმართველობის სისტემაზე მოჯდომას - მარტივია ჯალათების და მონების პოვნა.

ჰოდა, წარსულში ვისი წინაპარი ვინ იყო, მაგაზე ჭორაობას, დღეს რომ მონურ მდგომარეობაში ვართ და &ლეები გვაზიან თავზე, მაგას მივხედოთ. დღევანდელ &ლეებს მივხედოთ, რომ ჩვენს შვილებს იმავეს დაწერა არ მოუწიოთ ჩვენზე." - წერს ზურა ჯაფარიძე.

ცნობისთვის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს ჟურნალისტმა უკრაინის რადას ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებებთან დაკავშირებით დაუსვა კითხვა.

ჟურნალისტმა ირაკლი კობახიძეს მიმართა, რომ დავით არახამიამ ინტერვიუში ისიც ახსენა და ჰკითხა: "კაგებეს აგენტის შვილი არ ხართ, ბატონო ირაკლი?"

ირაკლი კობახიძემ კი ჟურნალისტს უპასუხა:

"კაგებეშნიკი არის მამათქვენი, ეს შემიძლია გითხრათ... სირცხვილია, სახე დაკარგეთ... ნუ კანკალებ, სახე დაკარგე. შენც ხარ დავით არახამია. როგორც არახამია არ არის კაცი, ისე შენც არ ხარ ქალი. სახე დაკარგე, თავი დაკარგე, პოლიტიკა ამად გიღირს? სირცხვილია... "ნაცმოძრაობის" გულისთვის სახე დაკარგე. ქალი აღარ ხარ რა... ქალის სახე დაკარგე... რომ ლაპარაკობ, პირი მოიწმინდე... სააკაშვილივით გაქვს პირი, დაემსგავსე ყველაფრით შენს ბელადს. სააკაშვილს ჰგავხარ პირითაც... სამარცხვინო შენ... გულისამრევია"...