loader

"დღეს გაირკვა, სინამდვილეში რამ გააცოფა გუშინ კობახიძე" - ნიკა მელია განცხადებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დღეს გაირკვა, სინამდვილეში რამ გააცოფა გუშინ კობახიძე" - ნიკა მელია განცხადებას ავრცელებს

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"დღეს გაირკვა, სინამდვილეში რამ გააცოფა გუშინ კობახიძე. როგორც ვხედავთ, მას არც მამა აღელვებდა, არც მამული.

დუჟი, რომელსაც ის ახსენებს, თავად სდის და სდის ერთადერთი რამის გამო - არ დაუშვას დეპოლარიზაცია ამ ქვეყანაში. უარესად გახლიჩოს და დააპირისპიროს საზოგადოება, რომ როგორმე საქართველო საბოლოოდ დააშოროს დასავლეთს, ამოაგდოს ისტორიის დინებიდან და რუსეთის იმპერიის რიყეზე საფართხალოდ გასწიროს.

დღეს აქტუალური არაა, რას აკეთებდა მამამისი თუ მამიდამისი, დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კობახიძის და მისი მსგავსების - კაგებე-ს ბინძური დირექტივების დღევანდელი შემსრულებლების ხელისუფლებიდან სასწრაფოდ ჩამოშორება, ვიდრე არ მოუსწრიათ და უფსკრულში არ გადავუჩეხივართ.

არახამიას, რომელმაც კობახიძის მამის მისამართით თქვა ის, რაც თქვა, მინდა ვუთხრა, რომ ამ გადასახედიდან ირაკლი კობახიძის მამა შვილთან შედარებით უმანკო კრავად გამოიყურება. კაგებე-ს იშვიათად თუ ჰყოლია აქ ასეთი აღვირახსნილი და შუბლისძარღგაწყვეტილი ემისარი", - წერს ნიკა მელია.

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს ჟურნალისტმა უკრაინის რადას ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებებთან დაკავშირებით დაუსვა კითხვა.

ჟურნალისტმა ირაკლი კობახიძეს მიმართა, რომ დავით არახამიამ ინტერვიუში ისიც ახსენა და ჰკითხა: "კაგებეს აგენტის შვილი არ ხართ, ბატონო ირაკლი?"

ირაკლი კობახიძემ კი ჟურნალისტს უპასუხა:

"კაგებეშნიკი არის მამათქვენი, ეს შემიძლია გითხრათ... სირცხვილია, სახე დაკარგეთ... ნუ კანკალებ, სახე დაკარგე. შენც ხარ დავით არახამია. როგორც არახამია არ არის კაცი, ისე შენც არ ხარ ქალი. სახე დაკარგე, თავი დაკარგე, პოლიტიკა ამად გიღირს? სირცხვილია... "ნაცმოძრაობის" გულისთვის სახე დაკარგე. ქალი აღარ ხარ რა... ქალის სახე დაკარგე... რომ ლაპარაკობ, პირი მოიწმინდე... სააკაშვილივით გაქვს პირი, დაემსგავსე ყველაფრით შენს ბელადს. სააკაშვილს ჰგავხარ პირითაც... სამარცხვინო შენ... გულისამრევია"...