loader

"ნუ აჰყვებით ასეთ სიმდაბლეს, "ნიგვზიან ბადრიჯნამდე" ნუ დაიყვანთ თქვენს კულტურას!" - გიორგი გასვიანი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ნუ აჰყვებით ასეთ სიმდაბლეს, "ნიგვზიან ბადრიჯნამდე" ნუ დაიყვანთ თქვენს კულტურას!" - გიორგი გასვიანი

ტელეწამყვანი და მსახიობი გიორგი გასვიანი ეხმიანება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მაქაცარია-ჩიჩუას ქორწილში ფოტოგრაფებისთვის საკვები გამოყოფილი არ ყოფილა და აღნიშნავს:

"ჩვენ, ტელევიზიის წამყვანები, ყველანი ძალიან ვმეგობრობთ ფოტოგრაფებთან, ოპერატორებთან და ყველა იმ ადამიანთან, ვინც კადრს მიღმა მუშაობს! არასოდეს ვიშურებთ მათ მიმართ სოცქსელში, გადაცემებში, სუფრასთან და ცხოვრებაშიც იცით რას? - სიტყვა "ყურადღება" ცოტაა იმასთან შედარებით, რასაც ჩვენი ურთიერთობები ჰქვია!!

სახლში როცა მოდიან გადაღებაზე, პირველი, რასაც ვაკეთებთ, გემრიელობებს ვამზადებთ, ან ვუკვეთავთ, რომ ოპერატორებს დავხვდეთ მასპინძლურად!! წამყვანები კამერებსაც დავათრევთ ხოლმე, როცა ოპერატორები ან ფოტოგრაფები იღლებიან.. ყავასაც ვუდუღებთ და ჩვენი მანქანებითაც ვემსახურებით! და ეს ასეც უნდა იყოს.. ეს ბუნებრივი თანაცხოვრებაა!! "ტელევიზიონშიკებისთვის" ოპერატორი ტელევიზიის ღერძია და ამაში ითვლება ნებისმიერი ფოტოგრაფი, რომელიც ბედნიერ დღეებს გვილამაზებს და კადრში ასახავს! მ ა გ რ ა მ - აი, ის ყველაფერი, რაც დაატრიალეს სოცქსელში - არის ერთი დიდი სიყალბე...

აგორებული მიზანმიმართული დისკრედიტაცია და ცილისწამება!!! ნუ აჰყვებით ასეთ სიმდაბლეს!!! პატივი ვცეთ ერთმანეთს და ჩვენს სფეროს თუ საქმიანობას!! "ნიგვზიან ბადრიჯნამდე" ნუ დაიყვანთ თქვენს კულტურას! ადამიანებს ამ ბედნიერ დღეებს მაინც ვერ გაუფუჭებთ, რაც უნდა ეცადოთ! იქ ფოტოგრაფების გარდა, მომღერლებიც შრომობდნენ და სხვებიც..

ოჯახის წევრებიც, სხვათა შორის!! მსგავს რამეს ამ ქორწილში ადგილი არ ჰქონია, რასაც ახლა აბრალებენ!! ირაკლის და მის ოჯახს თუკი რაიმე კუთხით ვიცნობ, ეს არის ყურადღების მიქცევა, ტრადიციული, ზრდიალობიანი ოჯახია!! მათ ასეთი რამეები არ ეშლებათ კი არა და, პირიქით! ლიზა რაც გავიცანი, ვფიქრობ, ასეთი ყურადღებიანი ადამიანიც იშვიათად მეგულება!! (მარიტა დამემოწმება, როგორი ყურადღებიანი ოქროს გოგოა ლიზა) პ.ს. საოცრად ლამაზი და ბედნიერი ქორწილი იყო, ირაკლის და ლიზას ვუსურვებ დიდ ბედნიერებას! " - წერს გიორგი გასვიანი.