loader

"მინდა საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაგაცნოთ" - ბრიფინგი მთავრობის სხდომის შემდეგ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მინდა საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაგაცნოთ" - ბრიფინგი მთავრობის სხდომის შემდეგ

"მინდა საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაგაცნოთ. 22 ივლისს გამოქვეყნდა ევროკავშირის გადაწყვეტილება, რომელიც ეფუძნებოდა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების საბჭოს ანგარიშის მონაცემებს, რომლის მიხედვითაც, ქართული კომპანიებისთვის ევროკავშირის ბაზარი გაიხსნა. ევროკავშირში დაახლოებით 250 000-ზე მეტი საჯარო შემსყიდველი ორ ტრილიონზე მეტი ღირებულების პროდუქციას იძენს და ამ შემთხვევაში ვსაუბრობთ იმაზე, რომ წლის განმავლობაში ქართული კომპანიებისთვის ამ ბაზარზე სრულფასოვანი წვდომის შესაძლებლობა გაჩნდა.

შედეგად, ქართველ შემსყიდველებს, კომპანიებს, შესაძლებლობას ვუჩენთ, ევროპულ კომპანიებთან თანაბარ პირობებში, ევროპის 27 ქვეყანაში მოახერხონ პროდუქციის მიწოდება იმ საჯარო უწყებებისთვის, რომლებიც საჯარო შესყიდვებით არიან დაინტერესებული", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.