loader

კადრები სასამართლოდან, სადაც 29 წლის კაცის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ 68 წლის ქალს პატიმრობა შეეფარდა - "5 კაცი ურტყამდა, დედასთან სისხლიანი მოვიდა..." - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები სასამართლოდან, სადაც 29 წლის კაცის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ 68 წლის ქალს პატიმრობა შეეფარდა - "5 კაცი ურტყამდა, დედასთან სისხლიანი მოვიდა..."

29 წლის თანასოფლელის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ 68 წლის ქალს გორის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.

გარდაცვლილის ოჯახი ბრალდებულის მიმართ უმკაცრესი ზომების მიღებას ითხოვს.

სოფელ კარბში ორი კვირის წინ თანასოფლელებს შორის საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მომხდარი ჩხუბის დრო 68 წლის ქალმა 29 წლის მამაკაცს ქვა ესროლა, რა დროსაც მამაკაცმა თავის არეში მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო. ქალა-ტვინის ტრავმის გამო გაკეთებული გადაუდებელი ქირურგიული ოპერაციის და შემდგომი რეანიმაციული ღონისძიებების მიუხედავად, დაზარალებული საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ვიდეო: "მთავარი არხი"