"მინდა დღეს გავასაჯაროო, ისინი კრიმინალურ საქმიანობაში არიან ჩართულები" - ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგი გამართა
ათობით კომპანიაა, რომლებიც რუსულ, სისხლიან ნავთობს ეზიდებიან საქართველოში, მათ შორის: „ვისოლ ჯგუფი“, „არაგვი იმპექსი“ და „ლუკოილი“ - ამ სამ კომპანიას და დანარჩენ ათს ვაძლევთ რამდენიმე დღეს, რომ საჯაროდ გამოვიდნენ და თქვან, რომ შეეშვებიან სანქცირებული, რუსული ნავთობის შემოტანას საქართველოში და შეეშვებიან უკრაინის გენოციდის დაფინანსებას, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთი არ არის ერთადერთი გზა, საიდანაც ნავთობის შემოტანა არის შესაძლებელი.