loader

უკრაინის გენშტაბი განცხადებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უკრაინის გენშტაბი განცხადებას ავრცელებს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კრამატორსკის და ბახმუტის მიმართულებით მტრის თავდასხმები მოიგერიეს. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.

კერძოდ, უწყების ცნობით, კრამატორსკის მიმართულებით, უკრაინელმა ჯარისკაცებმა მოიგერიეს თავდასხმა ბერესტოვოს - ივანო-დარიევკასა და ვერხნეკამენკას - ივანო-დარიევკას მიმართულებით, რითაც აიძულეს დამპყრობლები უკან დაეხიათ.

გარდა ამისა, დამპყრობლებისთვის თავდასხმა ვერშინა - ლუგანსკოესა და ბახმუტის მიმართულებით მარცხით და უკან დახევით დასრულდა.

სლობოჟანსკის მიმართულებით კი მტერი აგრძელებს სამხედრო ოპერაციებს პოზიციების შესანარჩუნებლად და უკრაინული ძალების საზღვრისკენ წინსვლის აღსაკვეთად.

გენშტაბის ინფორმაციით, თავდასხმები გრძელდება სლავიანსკისა და ხარკოვის მიმართულებითაც.