რას წერს უკრაინული მედია მაქაცარია-ჩიჩუას ქორწილზე
გასული კვირის პოლიტიკური მოვლენებიც კი გადაფარა ირაკლი მაქაცარიასა და ლიზა ჩიჩუას ქორწილმა, რასაც უკრაინული მედიაც აქტიურად გამოეხმაურა. ერთ-ერთი უკრაინული გამოცემა წერს, ერთ-ერთი ყველაზე სასურველი მამაკაცი უკვე დაკავებულიაო. ირაკლი მაქაცარია წლების განმავლობაში ცხოვრობდა უკრაინაში, სადაც დღემდე ძალიან პოპულარულია.
შეგახსენებთ, შაბათს, 23 ივლისს, ირაკლი მაქაცარიამ 20 წლის ლიზა ჩიჩუაზე იქორწინა.