loader

რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი - "კომპანიების სამარცხვინო შეცდომაზე, საჯაროდ პასუხი მოსთხოვო წყვილს, რომელიც ეს დღეები უბრალოდ ბედნიერი უნდა იყოს, არის უსამართლობა" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი - "კომპანიების სამარცხვინო შეცდომაზე, საჯაროდ პასუხი მოსთხოვო წყვილს, რომელიც ეს დღეები უბრალოდ ბედნიერი უნდა იყოს, არის უსამართლობა"

ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს: "დიდი ქორწილების ლოჯისტიკას, როგორც წესი, საორგანიზაციო კომპანიები აგვარებენ. ოჯახი ყველა დეტალს, ისედაც სანერვიულო დღეს ვერ მოიკითხავს და სწორედ ამ კომპანიების სამარცხვინო შეცდომაზე, საჯაროდ პასუხი მოსთხოვო წყვილს, რომელიც ეს დღეები უბრალოდ ბედნიერი უნდა იყოს, არის უსამართლობა." - წერს ჟორჟოლიანი.

ცნობისთვის, ფოტოგრაფმა დავით ჭელიძემ სოციალურ ქსელში დაწერა სტატუსი, რომ ირაკლი მაქაცარიასა და ლიზა ჩიჩუას ქორწილში ფოტოგრაფებს საჭმელი არ აჭამეს.

"რა უხერხულია, არაა? მთელი თბილისი დღეს ერთ ქორწილზე საუბრობს და ამ დროს გადამღებებს არ აჭამეს… ხალხი დილიდან მუშაობს და ლუკმა ვერ გაიმეტეს. ფოტოგრაფებს და ვიდეოგადამღებებს ადამიანებად არ გვთვლიან, ასე დამამცირებლად გექცევიან და მერე ეს ხალხი საუბრობს ტელევიზიებში ევროპულ თუ ადამიანურ ღირებულებებზე…

რა უცნაურიც უნდა იყოს, მდიდრებს უფრო ეშლებათ ეს და არა საშუალო თუ შედარებით დაბალშემოსავლიან ფენებს

და თან გთხოვენ, საჯაროდ არ დაწერო, უხერხულიაო.

უხერხულია, მშიერი რომ მუშაობს ადამიანი და შიმშილისგან გაქანავებს, ეს ხალხი რომ კიდევ ჰუმანურობას იჩენს და სხვის სახელს უფრთხილდება... რამხელა სულგრძელობაა, მაგრამ

იმსახურებენ კი?”, – წერდა ფოტოგრაფი.

მოგვიანებით ფოტოგრაფმა სტატუსი წაშალა.