loader

"ოპოზიცია თავს პოლიტიკურ „ოფსაიდში“ იტოვებს" - არჩილ თალაკვაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ოპოზიცია თავს პოლიტიკურ „ოფსაიდში“ იტოვებს" - არჩილ თალაკვაძე

ევროპარლამენტარებმა პირდაპირ მოუწოდეს პარტიებს, რომ პროცესში ჩაერთონ და იმუშაონ, მეტი რა უნდა გააკეთონ?! - რასაც რადიკალური ოპოზიცია აკეთებს, ეს არის ანტისისტემური და ანტიდემოკრატიული, ოპოზიცია თავს პოლიტიკურ „ოფსაიდში“ იტოვებს“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ შეაფასებს იმ ფაქტს, რომ მომავალი კვირიდან ოპოზიციის ნაწილი 12-პუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით ალტერნატიულ სამუშაო ჯგუფის ფორმატში იმუშავებს, თალაკვაძე განმარტავს, რომ ეს არის კიდევ ერთი მაგალითი, თუ რამდენად დესტრუქციულად შეხვდა რადიკალური ოპოზიცია ევროპის გზავნილს.