loader

"საკმაოდ უზრდელად ლაპარაკობენ" - სალომე ზურაბიშვილი "ქართული ოცნებიდან" გასულ დეპუტატებზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"საკმაოდ უზრდელად ლაპარაკობენ" - სალომე ზურაბიშვილი "ქართული ოცნებიდან" გასულ დეპუტატებზე

"ესენი რომ გასულები არ არიან არსად, ამაში ორი აზრი არ არის", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "ქართული ოცნებიდან" გასულ დეპუტატებზე - დიმიტრი ხუნდაძეზე, სოზარ სუბარსა და მიხეილ ყაველაშვილზე საუბრისას "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში, გადაცემა "დღის თემაში" განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, ისინი რომ გასულიყვნენ "ქართული ოცნებიდან", მაშინ მთავრობიდან ან პარტიიდან მოხდებოდა მათი "დაგმობა".

"თვითონაც ამბობენ, რომ ჩვენ ვრჩებით, მაგრამ ეს არის ფორმა, რითიც ჩვენ უფრო თავისუფლად ვსაუბრობთ და საინტერესოა, რომ ეს მესიჯბოქსი არის ზუსტად იგივე და არ ჰგვანან დამოუკიდებელ ადამიანებს. მესიჯბოქსი, გინდა მუნიციპალიტეტებიდან გასული თუ პარლამენტიდან, არის ზუსტად ერთი და იგივე, რომ ჩვენ გვჭირდება მეტი თავისუფლება და ამით თავს იმართლებენ, რომ თვითონაც საკმაოდ უზრდელად ლაპარაკობენ. არ ვიცი, ვისი დავალებით ლაპარაკობენ, თუმცა, რომ გასულიყვნენ "ქართული ოცნებიდან", მაშინ, საჭირო იქნებოდა მთავრობიდან ან პარტიიდან ყოფილიყო მათი დაგმობა.

მე, რაც მახსოვს, ყველა, ვინც გავიდა და გადადგა ერთი ნაბიჯი "ქართული ოცნებიდან", მოღალატედ მოინათლა და ახლა რა ხდება? ღირსეული ადამიანები არიან, რომ დადებითი შეფასებებია და არანაირი დაგმობა მათი ექსტრემალური, უფრო რადიკალური განცხადებების? მგონი, სურათი ყველასთვის ნათელია", - განაცხადა პრეზიდენტმა.