"ამ ინფორმაციის გასაჯაროების შემდეგ უკრაინის მთავრობას მიღებული აქვს გადაწყვეტილება და მე მაქვს დოკუმენტაცია..." - ხაბეიშვილის თქმით, საქართველოში რუსული სანქცირებული ნავთობი შემოდის
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოში სანქციების გვერდის ავლით, რუსული, სანქცირებული ნავთობი შემოვიდეს.
ხაბეიშვილის განმარტებით, ამ სქემაში აქტიურად არის ჩართული ვანო ჩხარტიშვილიც.