loader

ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება ოკუპირებულ აფხაზეთში - რა მოხდა გულრიფშის რაიონის კულტურის სახლში? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება ოკუპირებულ აფხაზეთში - რა მოხდა გულრიფშის რაიონის კულტურის სახლში?

ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება იყო ოკუპირებულ აფხაზეთში. გულრიფშის რაიონის კულტურის სახლში, სადაც დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრას მართავდა, ბიჭვინთის ტერიტორიების რუსეთისთვის გადაცემის შესახებ კითხვა დაუსვეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

ბიჭვინთასთან დაკავშირებით კითხვა აქტივისტმა ჯანსუღ ბჟანიამ დასვა, ასლან ბჟანიამ კი უპასუხა, რომ ბოროტად სარგებლობდა მისი პატივისცემით, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

ცნობისთვის, ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკი რუსეთის ფედერაციის მფლობელობაში გადადის. აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის მთავრობასა და რუსეთს შორის დოკუმენტი 2022 წლის იანვარში გაფორმდა.