loader

საიდან გაიცნო საზოგადოებამ მეგი გოგიტიძე, რომელიც გუშინ კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საიდან გაიცნო საზოგადოებამ მეგი გოგიტიძე, რომელიც გუშინ კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა

ენა, კულტურა და ადამიანი ვერასოდეს იქნება ჩემი მტერი... ვიმღერებ ყველგან, სადაც სიმართლის ხმას ელიან.

ბათუმელი მომღერალი მეგი გოგიტიძე ოკუპანტ ქვეყნაში კონცერტს მართავს.

6 აგვისტოს „მოსკოვის გულში“ დაგეგმილ სოლო-კონცერტს ქართველი მსმენელისგან ნეგატიური შეფასებები მოჰყვა.

რუსეთში წასვლამდე მომღერალი ქართველი მსმენელის წინაშეც უნდა წარმდგარიყო, თუმცა კლუბ "სექტორ 26"-მა კონცერტი გააუქმა. საბოლოო ჯამში გოგიტიძის ანგარიშზე 2 რუსული კონცერტია მოსკოვსა და სოჭში.

"რუ­სეთ­ში კონ­ცერ­ტის ჩა­ტა­რე­ბა უტოლ­დე­ბა ქვეყ­ნის ღა­ლატს... “- ასეთი შეფასებები მოჰყვა ქართველი არტისტის ნაბიჯს, თუმცა სრულიად სხვა დამოკიდებულებაა რუსების მხრიდან. მათი თქმით, გოგიტიძე მუსიკალურ სამყაროში ერთგვარი ფენომენია და მას დიდი სიხარულით ელიან.

მეგის პოპულარობა რუსეთში სწრაფი ტემპით იზრდება. მან უკვე მოახერხა რამდენიმე კონცერტის ანშლაგით გამართვა მოსკოვსა და პეტერბურგში მას შემდეგ, რაც რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო.

მომ­ღე­რა­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბამ პრო­ექ­ტი­დან - "ვარ­სკვლა­ვე­ბის აკა­დე­მია" გა­იც­ნო, მის კარიერაში დიდი ტრამპლინი კი სწორედ უკ­რა­ი­ნუ­ლი "ვო­ი­სი" იყო, სადაც ჟიურისა და საზოგადოების დიდი მხარდაჭერა მოიპოვა.