"ავიღებ უფლებას, რომ მოვინახულო და პირადად შევეკითხო: რატომ, სოსო, რატომ? მგონია, ვიღაცამ ძალიან შეუჩხიკინა" - მეუფე ანტონი სოსო გოგაშვილზე
"ვეცდები, რომ მას შევხვდე და ალბათ, მართლა ავიღებ იმის უფლებას, რომ მოვინახულო და პირადად შევეკითხო: რატომ სოსო? რატომ? შენ ხომ შეგზავნილი არ იყავი. იქ, სადაც იყო, ახლა იწყებს იმ სისტემების მხილებას, რომ "მე ასე ვიცი, მე ისე ვიცი" - ამას ჩვენებურად შანტაჟი ჰქვია და არ შეიძლება.
დღევანდელ პოზიციას ვერ ვიგებ. უცებ როგორ აუჯანყდა იმ სისტემას, რომელშიც იყო, რასაც ემსახურებოდა? ასე მგონია, ვიღაცამ ძალიან შეუჩხიკინა", - ამის შესახებ ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა, მეუფე ანტონმა სუს-ის უფროსის ყოფილ მოადგილის, სოსო გოგაშვილის შესახებ "რუსთავი 2"-ს განუცხადა.