loader

რუსებმა ხარკოვის დაბომბვა დაიწყეს, არიან დაჭრილები - განგაშის სიგნალები მთელ ქალაქში ისმის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსებმა ხარკოვის დაბომბვა დაიწყეს, არიან დაჭრილები - განგაშის სიგნალები მთელ ქალაქში ისმის

რუსებმა დილიდან ხარკოვის დაბომბვა დაიწყეს. არიან დაჭრილები, განგაშის სიგნალები კი მთელ ქალაქში ისმის.

ხარკოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ სინეგუბოვი მოსახლეობას მიმართავს, სახლებიდან გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე არ გავიდნენ.

"რუსები თავს ესხმიან ხარკოვს. მცხოვრებლების საყურადღებოდ: დარჩით თავშესაფრებში, არ გახვიდეთ გარეთ გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე, ნუ უგულებელყოფთ განგაშის სიგნალებს!" - აცხადებს ოლეგ სინეგუბოვი.

ხარკოვის ოლქში, გასული დღის განმავლობაში რუსების მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად, ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 11 კი დაშავდა.