loader

"თამამად შეიძლება ითქვას, რომ კარლ ჰარცელი უარყოფით როლს ასრულებდა ევროკავშირსა და საქართველოს ურთიერთობებში" - ირაკლი კობახიძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თამამად შეიძლება ითქვას, რომ კარლ ჰარცელი უარყოფით როლს ასრულებდა ევროკავშირსა და საქართველოს ურთიერთობებში" - ირაკლი კობახიძე

თამამად შეიძლება ითქვას, რომ სამწუხაროდ, კარლ ჰარცელი მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა ევროკავშირსა და საქართველოს ურთიერთობებში, - ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის საქართველოში მუშაობა.

მან იმედი გამოთქვა, რომ მომავალი ელჩი „განსხვავებულად იმოქმედებს“.

„ჩვენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა მიზეზის გამო, მათ შორის, იმის გამო, რომ ჩვენ განაცხადი გვქონდა წარდგენილი ევროკავშირში, ეს იყო მიმდინარე პროცესი და ა.შ. ვერიდებოდით მასზე კომენტარის გაკეთებას, ვიდრე ის იყო ევროკავშირის მოქმედი ელჩი, თუმცა დღეს, როდესაც დაასრულა თავისი მისია, თამამად შეიძლება ითქვას, რომ სამწუხაროდ, კარლ ჰარცელი მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა ევროკავშირსა და საქართველოს ურთიერთობებში. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ მომავალი ელჩი განსხვავებულად იმოქმედებს", - განაცხადა კობახიძემ.