loader

ვრცელდება პუტინის განცხადება - რა უპასუხა რუსეთის პრეზიდენტმა ზელენსკისთან შესაძლო შეხვედრის შესახებ დასმულ კითხვას? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვრცელდება პუტინის განცხადება - რა უპასუხა რუსეთის პრეზიდენტმა ზელენსკისთან შესაძლო შეხვედრის შესახებ დასმულ კითხვას?

უკრაინამ უარი თქვა მიღწეული შეთანხმების შესრულებაზე, კიევს არც ახლა აქვს მათი შესრულების სურვილი, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შესაძლო შეხვედრის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

„მოლაპარაკებების პირობების შესაქმნელად ჩვენი ჯარები გავიდნენ უკრაინის ცენტრიდან, კიევიდან. კიევის ხელისუფლებამ უარი თქვა ამ შეთანხმების შესრულებაზე, მიუხედავად იმისა, რომ ისინი პრაქტიკულად მიღწეული იყო. ასე რომ, საბოლოო შედეგი, რა თქმა უნდა, არ არის დამოკიდებული შუამავლებზე, არამედ მხარეების სურვილზე, შეასრულონ მიღწეული შეთანხმებები. ჩვენ დღეს ვხედავთ, რომ კიევის ხელისუფლებას ასეთი სურვილი არ აქვს“, - განუცხადა პუტინმა ჟურნალისტებს ირანში ვიზიტის შემდეგ.