loader

"ენაზე მედგა და აღარ ვუთხარი..." - გიორგი რურუა განცხადებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ენაზე მედგა და აღარ ვუთხარი..." - გიორგი რურუა განცხადებას ავრცელებს

"ჩრდილოვანი ოლიგარქი საქართველოს მოქალაქეების საზიანოდ ვაჭრობს ნიკას თავისუფლებით" - ამის შესახებ "მთავარი არხის" ერთ-ერთი მეწილე გიორგი რურუა სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ხელისუფლება ევროპის გზის საპირისპირო ქმედებითაა დაკავებული.

"პოლიტპატიმარ ნიკა გვარამიას სარჩელი სააპელაციო სასამართლოში მოსამართლემ ვადაში განვიხილეო. ენაზე მედგა და აღარ ვუთხარი მოსამართლეს, რომ ჩემი სარჩელი, ყველა ვადის დარღვევით კიდევ არ განუხილავთ მესამე წელია.

ვისაც ჰგონია, რომ ევროპის გზაზე ვდგავართ, კარგად დააკვირდით ხელისუფლების ქმედებას და არ დაუჯეროთ მათ სიტყვებს, რომლებსაც საპირისპირო ქმედებითაა დაკავებული.

ჩრდილოვანი ოლიგარქი საქართველოს მოქალაქეების საზიანოდ ვაჭრობს ნიკას თავისუფლებით. თავისუფლება პოლიტპატიმარ ნიკა გვარამიას! დიდება საქართველოს! დიდება თავისუფლებას!"

ცნობისთვის, გიორგი რურუამ საპატიმრო 2021 წლის 27 აპრილს დატოვა. გიორგი რურუა 2019 წელს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 მუხლების მიხედვით წაუყენეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. 2020 წლის 30 ივლისს კი თბილისის საქალაქო სასამართლომ რურუა წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით შეუფარდა.