loader

ნინი გოგაშვილი უკრაინაში სოსო გოგაშვილისა და გია ლორთქიფანიძის საიდუმლო შეხვედრის შესახებ გავრცელებულ ინფორმაცის ეხმაურება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნინი გოგაშვილი უკრაინაში სოსო გოგაშვილისა და გია ლორთქიფანიძის საიდუმლო შეხვედრის შესახებ გავრცელებულ ინფორმაცის ეხმაურება

"იოსებ გოგაშვილი უკრაინაში არასდროს არის ნამყოფი!" - ამის შესახებ სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის შვილი ნინი გოგაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც "რუსთავი 2"-ის ეთერში გასულ სიუჟეტს ეხმაურება.

"კურიერის" ინფორმაციით, სოსო გოგაშვილს 2020 წლის ბოლოს კიევში შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილესთან, გია ლორთქიფანიძესთან საიდუმლო შეხვედრა ჰქონდა.

"ვინც ამ ტყუილს ავრცელებთ, ამოიღეთ საზღვრის კვეთის დოკუმენტები! საზოგადოებას ცრუ ინფორმაციას ნუ ატყობინებთ, რომ ნდობა ჰქონდეთ ადამიანებს თქვენ მიმართ. როცა არ გაქვთ ფაქტები და ჭორებს ავრცელებთ, ეს არის ჟურნალისტიკა? გთხოვთ, პატივი ეცით თქვენს თავს და თქვენს საქმიანობას.

საბედნიეროდ, ყველა ჟურნალისტს არ ეხება ეს და მადლობა მათ, ვინც ამ რთულ პერიოდშიც კი ინარჩუნებს პროფესიონალიზმს და არ ავრცელებს გადაუმოწმებელ და ცრუ ინფორმაციას" - წერს ნინი გოგაშვილი.

"რუსთავი 2"-ის ცნობით, გოგაშვილმა ლორთქიფანიძეს გარკვეული ინფორმაციის სანაცვლოდ სიღნაღში მდებარე სასტუმრო "ხირსას" გადაფორმება მოსთხოვა.