loader

ჩხრეკა ჩატარდა 8 სახლსა და 4 მანქანაში - რა წერია დაკავებული სოსო გოგაშვილის დეკლარაციაში და რეალურად რა ქონებას შეიძლება ფლობდეს სუს-ის უფროსის ექსმოადგილე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჩხრეკა ჩატარდა 8 სახლსა და 4 მანქანაში - რა წერია დაკავებული სოსო გოგაშვილის დეკლარაციაში და რეალურად რა ქონებას შეიძლება ფლობდეს სუს-ის უფროსის ექსმოადგილე?

სუს-ის უფ­რო­სის ყო­ფილ მო­ად­გი­ლეს, სოსო გო­გაშ­ვილს, აღ­კვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა 18 ივ­ლისს შე­ე­ფარ­და. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მო­სა­მარ­თლე არ­სენ კა­ლა­ტო­ზიშ­ვილ­მა ბრალ­დე­ბის მხა­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მი­ი­ღო. ის სუს-ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა 16 ივ­ლისს და­ა­კა­ვეს და ბრალ­დე­ბა სამი მუხ­ლით - სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 333-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით (მო­ხე­ლის მიერ სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბა, რა­მაც სა­ხელ­მწი­ფოს კა­ნო­ნი­ე­რი ინ­ტე­რე­სის არ­სე­ბი­თი დარ­ღვე­ვა გა­მო­იწ­ვია.), 157-ე მუხ­ლის მე-4 ნა­წი­ლით (პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის უკა­ნო­ნოდ მო­პო­ვე­ბა, შე­ნახ­ვა, გავ­რცე­ლე­ბა, რა­მაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზი­ა­ნი გა­მო­იწ­ვია, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით) და 236 მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლით (ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­სა და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა და შე­ნახ­ვა) წა­რუდ­გი­ნეს, რაც სას­ჯე­ლად ოთხი­დან შვიდ წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ამის გარ­და, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მო­ექ­ცა გო­გაშ­ვი­ლის ქო­ნე­ბაც, რომ­ლის თა­ო­ბა­ზეც სუს-ის გან­ცხა­დე­ბა­ში გა­მახ­ვილ­და ყუ­რა­დღე­ბა.

"სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის გე­ნე­რა­ლუ­რი ინ­სპექ­ცი­ი­სა და სამ­სა­ხუ­რის სხვა უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი და­ნა­ყო­ფე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ სამ სხვა­დას­ხვა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში ერ­თდრო­უ­ლად ჩა­ტარ­და იო­სებ გო­გაშ­ვი­ლის პი­რა­დი და მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბის სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი 8 სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი­სა და 4 ავ­ტო­მან­ქა­ნის ჩხრე­კა“.

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" დე­პუ­ტატ ირაკ­ლი ქა­და­გიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, სუს-ის ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის, სოსო გო­გაშ­ვი­ლის ქო­ნე­ბით, შე­საძ­ლოა, გა­მო­ძი­ე­ბა და­ინ­ტე­რეს­დეს. ამის შე­სა­ხებ მან "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში "360 გრა­დუ­სი“ გა­ნა­ცხა­და.

გო­გაშ­ვი­ლს დაკ­ლა­რა­ცი­ა­ში ოჯა­ხის წევ­რე­ბი­დან მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი ჰყავს უმ­ცრო­სი შვი­ლი პეტ­რე, რო­მე­ლიც ახლა ათი წლის არის და მე­უღ­ლე თეა მარ­ტყოფ­ლიშ­ვი­ლი. მას, პეტ­რეს გარ­და, ორი სრულ­წლო­ვა­ნი შვი­ლი ჰყავს - ნინი და ნი­კო­ლო­ზი, რომ­ლე­ბიც მა­მის და­კა­ვე­ბის შემ­დეგ მე­დი­ას­თან ოჯა­ხის სა­ხე­ლით გან­ცხა­დე­ბებს ხში­რად აკე­თე­ბენ.

დაკ­ლა­რა­ცი­ა­ში გო­გაშ­ვი­ლის მე­უღ­ლის, თეა მარ­ტყოფ­ლიშ­ვი­ლის სა­ხელ­ზეა ლის­ზე მდე­ბა­რე 250 კვ.მ მი­წის ნაკ­ვე­თი, რო­მე­ლიც ქალ­მა 2017 წელს 20 000 დო­ლა­რად შე­ი­ძი­ნა.

იო­სებ გო­გაშ­ვილ­მა 2016 წელს ავთო ვა­რა­ზის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე 261 კვ.მ მი­წის ნაკ­ვე­თი სახ­ლთან ერ­თად შე­ი­ძი­ნა, თუმ­ცა ნაკ­ვე­თის­თვის გა­დახ­დი­ლი თან­ხის რა­ო­დე­ნო­ბა დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში მი­თი­თე­ბუ­ლი არ აქვს. 160,73 კვ.მ ფარ­თო­ბის სახ­ლში კი გო­გაშ­ვილ­მა 75 000 დო­ლა­რი გა­და­ი­ხა­და.

დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში ვკი­თხუ­ლობთ, რომ 2000 წელს იო­სებ გო­გაშ­ვილს მი­ღე­ბა-ჩა­ბა­რე­ბის აქ­ტის სა­ფუძ­ველ­ზე სა­კუთ­რე­ბა­ში გა­და­ე­ცა დე­დოფ­ლის­წყა­რო­ში, სო­ფელ ზემო მა­ჩხა­ან­ში, ში­რა­ქი ნა­გომ­რებ­ზე 12 502 კვ.მ მი­წის ნაკ­ვე­თი, რო­მე­ლიც 2019 წელ­საც მის სა­კუთ­რე­ბა­ში იყო.

განაგრძეთ კითხვა