loader

"რომ მხედავენ, ლამის გადმოხტნენ ავტობუსიდან" - ვინ არის კაცი, რომლის ფოტოებს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"რომ მხედავენ, ლამის გადმოხტნენ ავტობუსიდან" - ვინ არის კაცი, რომლის ფოტოებს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა

რუსთავში რომ ჩახვალთ, მის სახლს ყველა მიგასწავლით. დაფასებული კაციაო, ასე ახასიათებენ. დღეს 86 წლის ლერი ჩარკვიანს გაგაცნობთ.

რუსთავის აზოტის ქარხნის დაფასებულ თანამშრომელს 1954 წლიდან 2017 წლამდე მოგონებებით სავსე გზაზე მივყავართ.

2017 წლის მერე თითქოს ისტორიაც უნდა დასრულებულიყო, თუმცა არა, ლერიმ ახალი მიზანი და გზა იპოვა. ყოველდღე, საღამოს 6 საათიდან ბოლო მანქანამდე, რუსთავის 4 ნომერს ბოლო გაჩერებასთან ელოდება. ძველ თანამშრომლებს ანთებული თვალებით ხვდება, ტაშს უკრავს და ახსენებს, რომ კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებიც მათ შრომას აფასებენ და პატივს სცემენ.

როგორ ნინი ჩარკვიანი ამბობს, ბაბუას ყველაზე უკეთ სიტყვა "კეთილშობილი" აღწერს.

სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ ქარხანაში მუშაობის მიუხედავად, ლერი წლებია, რაც გრძნობებს სიტყვებად აქცევს. ლექსები აზოტის ქარხანაზეც დაწერა, ზოგიც - შვილებსა და შვილიშვილებზე, თუმცა მთავარი მუზა და ობიექტი მაინც მისი მეუღლეა.

ლერის ისტორიების მთავარი არქივი მისი შვილი - ხათუნაა, რომელიც ყველა სურათს გულმოდგინედ ინახავს. წარსულის მოგონებებთან ერთად უამრავი წერილი ვიპოვეთ მადლობის ნიშნად გადაცემული.