loader

"მიყვარდა ბიძინა ივანიშვილი, ავირჩიე, გვეგონა, მოგვხედავდა... ახლა მომხედე" - საზარელი მკვლელობა ზესტაფონში, 40 წლის კაცი ჯერ მოკლეს, ავარიის ინსცენირება მოახდინეს და შემდეგ ცხედარი დაწვეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მიყვარდა ბიძინა ივანიშვილი, ავირჩიე, გვეგონა, მოგვხედავდა... ახლა მომხედე" - საზარელი მკვლელობა ზესტაფონში, 40 წლის კაცი ჯერ მოკლეს, ავარიის ინსცენირება მოახდინეს და შემდეგ ცხედარი დაწვეს

"მიყვარდა ბიძინა ივანიშვილი, ავირჩიე, გვეგონა, მოგვხედავდა... ახლა მომხედე" - ზესტაფონში მოკლული 40 წლის კაცის ოჯახის წევრები "ტვ პირველთან" ამბობენ, რომ ეს იყო შეკვეთილი მკვლელობა, რომელიც ჯგუფურად ჩაიდინეს.

40 წლის მამაკაცი ჯერ მოკლეს, ავარიის ინსცენირება მოახდინეს და შემდეგ ცხედარი დაწვეს. მკვლელობის სავარაუდო მიზეზი ფული და ქონებრივი დავაა.

პოლიციამ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი ზესტაფონში დააკავა. მას ბრალად განზრახ მკვლელობა და ცეცხლის წაკიდებით ნივთის განადგურება ედება.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 15 ივლისს, ჭიათურის მუნიციპალიტეტში, ვალთან დაკავშირებით წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, ნაცნობს - 1982 წელს დაბადებულ ბ.ა.-ს, რომელიც თავის კუთვნილ ავტომანქანაში იმყოფებოდა, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თავის არეში ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ვ.ც.-მ, კვალის დაფარვის მიზნით ავტოსაგზაო შემთხვევის ინსცენირება მოაწყო. კერძოდ, გარდაცვლილი მძღოლი მგზავრის სავარძელზე გადაიყვანა, მისი ავტომანქანის საჭესთან თავად დაჯდა, შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ავტომობილი ხევში გადააგდო, შემდეგ სალონში ცეცხლი გააჩინა და მიიმალა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირის იდენტიფიცირება მალევე მოახდინეს და ვ.ც. ბრალდებულის სახით ჭიათურის მუნიციპალიტეტში დააკავეს. განზრახ მკვლელობისა და ცეცხლის წაკიდებით ნივთის განადგურების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით", - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.