loader

"ვიღაც ფსევდომაჩო ექიმს "ტიკ-ტოკზე" უთქვამს, რომელი წამლით უნდა გათიშო გოგო და გააუპატიურო, თუ ის ფხიზელი სექსზე უარს გეუბნებაო... ჯერ არ იცის, რა შარში გაყო რეგვენი თავი" - ბაია პატარაია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვიღაც ფსევდომაჩო ექიმს "ტიკ-ტოკზე" უთქვამს, რომელი წამლით უნდა გათიშო გოგო და გააუპატიურო, თუ ის ფხიზელი სექსზე უარს გეუბნებაო... ჯერ არ იცის, რა შარში გაყო რეგვენი თავი" - ბაია პატარაია

"ვიღაც ახალგაზრდა ფსევდომაჩო ექიმს "ტიკ-ტოკზე" ტუტორიალები ჩამოურიგებია, რომელი წამლით უნდა გათიშო გოგო და გააუპატიურო, თუ ის ფხიზელი სექსზე უარს გეუბნებაო. ჯერ არ იცის, რა შარში გაყო რეგვენი თავი" - ამის შესახებ უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, უმწეო მდგომარეობაში მყოფის გაუპატიურება 6-იდან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

"ვიღაც ახალგაზრდა ფსევდომაჩო ექიმი გამონ**ეულა და ტუტორიალები ჩამოურიგებია "ტიკ-ტოკზე", რომელი წამლით უნდა გათიშო გოგო და გააუპატიურო, თუ ის ფხიზელი სექსზე უარს გეუბნებაო.

ჯერ არ იცის, რა შარში გაყო რეგვენი თავი, რომელსაც ყველა კანონის მუხლზე ჩამოვარტყმევინებთ, რაც კი ამ ქვეყანაში არსებობს.

დანარჩენებმა კი იცოდეთ, რომ ძილში და/ან სხვა მხრივ უგონო მდგომარეობაში მყოფ ქალთან სექსი არ არსებობს - არსებობს მხოლოდ უმწეო მდგომარეობაში მყოფის გაუპატიურება, რომელიც ისჯება 6-იდან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთით", - წერს პატარაია.