loader

ქუთაისთან ახლოს, მდინარეში 14 წლის ბიჭი დაიხრჩო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქუთაისთან ახლოს, მდინარეში 14 წლის ბიჭი დაიხრჩო

ქუთაისთან ახლოს, ერთ-ერთ სოფელში, მდინარეში 14 წლის რუსთაველი ბიჭი დაიხრჩო.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, არასრულწლოვანი სოფელში დასასვენებლად იმყოფებოდა, რა დროსაც უბედური შემთხვევა მოხდა.

როგორც საინფორმაციო სააგენტომ გაარკვია, მოზარდს ფეხი დაუცურდა, მდინარეში ჩავარდა და ძლიერი დინების გამო, ნაპირზე გამოსვლა ვეღარ შეძლო. ბავშვი მდინარეზე თანატოლებთან ერთად იმყოფებოდა.

14 წლის ბიჭი რუსთავის 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლე იყო.

წყარო: "inforustavi"