"იდიოტის ნაცვლად ვიხმარ სიტყვა "იმნაირს"... ეს "იმნაირი" ხალხი "იმნაირად" დაგეგმილი სპეცოპერაციით ამას ახორციელებს ჩემზე" - სოსო გოგაშვილი
იდიოტის ნაცვლად ვიხმარ სიტყვა "იმნაირს". ეს "იმნაირი" ხალხი "იმნაირად" დაგეგმილი სპეცოპერაციით ამას ახორციელებს ჩემზე, სახელმწიფო უსაფრთხოების ვიცე-პოლკოვნიკის მიმართ, რომელმაც ამ ქვეყანაში ტერორისტებს მუსრი გაავლო - ეს არასწორი მოქმედებაა, ეს ჩემი შეურაცხყოფაა, ეს ქვეყნის შეურაცხყოფაა, - ამის შესახებ სუს-ის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, სოსო გოგაშვილმა, სასამართლო პროცესზე განაცხადა.