"უკაცრავად და, უცენზურო სიტყვით მივმართე, ბიჭო, იქ ხომ არ გაქვს-მეთქი" - სოსო გოგაშვილმა სასამართლოზე მისი დაკავების დეტალებზე ისაუბრა
იდიოტის ნაცვლად ვიხმარ სიტყვა „იმნაირს“. ეს იმნაირი ხალხი იმნაირად დაგეგმილი სპეცოპერაციით ამას ახორციელებს ჩემზე, სახელმწიფო უსაფრთხოების ვიცე-პოლკოვნიკის მიმართ, რომელმაც ამ ქვეყანაში ტერორისტებს მუსრი გაავლო - ეს არასწორი მოქმედებაა, ეს ჩემი შეურაცხყოფაა, ეს ქვეყნის შეურაცხყოფაა, - ამის შესახებ სუს-ის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, სოსო გოგაშვილმა, სასამართლო პროცესზე განაცხადა.
სოსო გოგაშვილმა სასამართლო პროცესზე მისი დაკავების სპეცოპერაციის დეტალები აღწერა.