რა ხდება ამ წუთებში რუსთავში? - კადრები ადგილიდან
რუსთავში, საწარმოო ზონაში, ხანძარია. წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი სს „აზოტის" მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩნდა და ცეცხლი ძველ ტომრებს უკიდია.
ტერიტორიაზე ძლიერი დაკვამლიანებაა.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადები და მიმდინარეობს ხანძრის ლიკვიდაცია.