loader

"75-პროცენტიანი დამწვრობა ჰქონდა, სასუნთქი გზებიც დამწვარი იყო" - კაცი, რომელმაც "თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგო აქციაზე თავის დაწვა სცადა, გარდაიცვალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"75-პროცენტიანი დამწვრობა ჰქონდა, სასუნთქი გზებიც დამწვარი იყო" - კაცი, რომელმაც "თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგო აქციაზე თავის დაწვა სცადა, გარდაიცვალა

კაცი, რომელმაც "თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგო აქციაზე თავის დაწვა სცადა, გარდაიცვალა. გარდაცვლილი 65 წლის მიხეილ მამუკიშვილია. ის 2 ივლისის აქციაზე კახეთიდან ჩამოვიდა.

როგორც მიხეილ მამუკიშვილის შვილი "ტვ პირველთან" საუბრისას ამბობს, მას უმძიმესი დამწვრობები ჰქონდა.

ცნობისთვის, მიხეილ მამუკიშვილმა 2 ივლისს, "თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგო აქციაზე ბენზინი გადაისხა და ცეცხლიც წაიკიდა, შემდეგ კი პარლამენტის შენობის წინ მდებარე შადრევანში ჩავიდა.

მამაკაცი უკვე დაკრძალეს.