loader

"ახალი კვლევა გამოქვეყნდა..." - რა ინფორმაციას ავრცელებს ზაზა წერეთელი გახანგრძლივებული კოვიდის შესახებ? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ახალი კვლევა გამოქვეყნდა..." - რა ინფორმაციას ავრცელებს ზაზა წერეთელი გახანგრძლივებული კოვიდის შესახებ?

"ახალი კვლევა გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც, 80,000-მა ადამიანმა უკვე დატოვა სამსახური ხანგრძლივი კოვიდის გამო მიმდინარე წლის მარტის დასაწყისში" - ამის შესახებ ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, კოვიდსიტუაციისადმი ზერელე დამოკიდებულება არაა კარგი იდეა.

"გაერთიანებული სამეფოს მკვლევარები კიდევ ერთ გააფრთხილებას ავრცელებენ, რომ კორონავირუსის გრძელვადიანი ეფექტები დიდი ხნის განმავლობაში დიდ გავლენას მოახდენს გაერთიანებული სამეფოს სამუშაო ძალაზე.

მათგან, ვინც დაინფიცირდა კოვიდ-19-ით, ადამიანების 5,5 პროცენტს განუვითარდება სიცოცხლის შემცვლელი ქრონიკული დაავადება, განსაკუთრებით, გულის და ფილტვების დაავადებები. სხვებს ასევე აღენიშნებათ ხანგრძლივი სიმპტომები, მათ შორის, ქოშინი, დაღლილობა, ცხელება, თავის ტკივილი, ტვინის ნისლი და სხვა ნევროლოგიური პრობლემები.

პორტსმუთის და საუთჰემპტონის უნივერსიტეტების ახალი ერთობლივი კვლევა, რომელიც გამოქვეყნდა Applied Economics Letters-ში, ვარაუდობს, რომ 80,000-მა ადამიანმა უკვე დატოვა სამსახური ხანგრძლივი კოვიდის გამო მიმდინარე წლის მარტის დასაწყისში.

თებერვალში, "ომიკრონის" ტალღის პიკზე, გაერთიანებულ სამეფოში სამუშაო ასაკის 2.9 მილიონ ადამიანს (მთლიანი 7 პროცენტი) ჰქონდა მუდმივი Covid-19 სიმპტომები 12 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში. მოსალოდნელია, რომ ეს მაჩვენებელი გაიზრდება ინფექციების ამჟამინდელი ტალღის შემდეგ, იმის გათვალისწინებით, რომ ვაქცინაცია მხოლოდ მოკრძალებულ დაცვას იძლევა ხანგრძლივი Covid-ისგან. მუშები აკლიათ განსაკუთრებით დაბალანაზღაურებად სამუშაოებში და ეს ის სამუშაოებია, რომლებიც ასევე აყენებენ ადამიანებს კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე დიდი რისკის ქვეშ.

ამიტომაც, მიუხედავად იმისა, რომ ძალზე გავრცელებულია ის აზრი, რომ იმის გამო, რომ კოვიდ-19-ისგან ჰოსპიტალიზაცია იკლებს, არ ინერვიულოთ ინფექციებზე, თუ არ გაქვთ რაიმე პრობლემა ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, არ უნდა დავივიწყოთ, რომ არის ხანგრძლივი კოვიდი. ქვეყნები ნათლად ხედავენ, რომ ზოგიერთი სექტორი, როგორიცაა ჯანდაცვის სერვისები, აეროპორტები და სტუმართმოყვარეობა, მოკლებულია მომუშავე პერსონალს. ჯანდაცვისა და ეკონომიკური საკითხები ერთმანეთთან დაკავშირებულია და ხანგრძლივი კოვიდი პრობლემებს შეუქმნის ქვეყნების ეკონომიკას!!!

და ზოგადად, ისეც არ ვიცით ჯერ, რაში შეიძლება გადაიზარდოს ხანგრძლივი კოვიდიც, რამეთუ როგორც ერთმა კარგმა სპეციალისტმა დაწერა:

ხანგრძლივი აივი გადავიდა… შიდსი;

ხანგრძლივი HPV (Human Papilloma virus)… საშვილოსნოს ყელის კიბო;

ხანგრძლივი EBV (Epstein Barr viruss)… გაფანტული სკლეროზი;

ხანგრძლივი HSV (Herpes simplex virus)… ალცჰეიმერი;

ხანგრძლივი HCV…ღვიძლის კიბო.

შესაბამისად, კოვიდსიტუაციისადმი ზერელე დამოკიდებულება არაა მთლად კარგი იდეა!! ასე რომ, ნიღაბი, აცრები, დახურულ შენობაში ვენტილაციის გაუმჯობესება, თუნდაც, როგორიცაა ფანჯრების გახსნა" - წერს ზაზა წერეთელი.