loader

“თანამედროვე ადამიანის წინაშეც დგას ხოლმე საკითხი: იესო ქრისტე თუ ჩემი შემოსავალი - უფალი არასდროს აკლებდა და აკლებს ადამიანს მატერიალურ სიკეთეს, არსებობის საშუალებას“ - მეუფე შიო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“თანამედროვე ადამიანის წინაშეც დგას ხოლმე საკითხი: იესო ქრისტე თუ ჩემი შემოსავალი - უფალი არასდროს აკლებდა და აკლებს ადამიანს მატერიალურ სიკეთეს, არსებობის საშუალებას“ - მეუფე შიო

„ვევედროთ უფალს. შევძლოთ, ვიცხოვროთ ნამდვილი ქრისტიანული ცხოვრებით, რისთვისაც მოწოდებულია ადამიანი. ვიცხოვროთ ქრისტესთან, ვიცხოვროთ ღმერთთან, მის საღვთო ძალასთან, რომელიც გვაძლევს ყველაფერ კარგს, რაც შეიძლება ადამიანმა წარმოიდგინოს,- ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო (მუჯირი)სულთმოფენობიდან მეხუთე კვირას ქადაგებისას განაცხადა.

მან მორწმუნეებს დღევანდელი დღე მიულოცა.

დღეს არის სულთმოფენობიდან მეხუთე კვირა და ჩვენ წავიკითხეთ სახარება, სადაც მოთხრობილია უფალ იესო ქრისტეს მიერ გერგესეველი ეშმაკეულების განკურნების შესახებ. მან აღასრულა ეს დიდი სასწაული და შედეგად მთელი გერგესეველთა ქალაქი გამოდის და იმის მაგივრად, რომ სთხოვონ მათთან დარჩენა, სთხოვენ, მოშორდეს და გასცილდეს მათ საზღვრებს. რატომ ხდება ეს? ეტყვიან კიდეც, რომ „წადი ჩვენგან, ნუ დარჩები აქ!“

ვიდეო: საპატრიარქოს ტელევიზია "ერთსულოვნება"