loader

უკრაინის მოქალაქეები ფულად დახმარებას მიიღებენ, ხოლო საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამა შეწყდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უკრაინის მოქალაქეები ფულად დახმარებას მიიღებენ, ხოლო საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამა შეწყდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, საქართველოში შემოსული უკრაინის მოქალაქეები 15 ივლისიდან მიიღებენ ფულად დახმარებას, ხოლო საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამა 31 ივლისს შეწყდება.

დედაქალაქის მერიის ცნობით, ფულადი დახმარება ოჯახზე 300 ლარი, დამატებით სულზე კი 45 ლარით იქნება განსაზღვრული.

როგორც მერია განმარტავს, გარდა ამისა, საერთაშორისო ორგანიზაციები (World Vision და UNHCR) განიხილავენ სულზე 235 ლარიან დახმარების პაკეტს.

თბილისის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თბილისმა უკვე უმასპინძლა 5 100-ზე მეტ ადამიანს, რომელთაგან 2 300 -ზე მეტი დღესაც, დედაქალაქის 40-მდე სასტუმროშია განთავსებული.