loader

საზარელი ავიაკატასტროფის ამსახველი კადრები - საბერძნეთში სატვირთო თვითმფრინავი ჩამოვარდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საზარელი ავიაკატასტროფის ამსახველი კადრები - საბერძნეთში სატვირთო თვითმფრინავი ჩამოვარდა

საბერძნეთის ჩრდილოეთით, ქალაქ კავალასთან ახლოს სატვირთო თვითმფრინავი ჩამოვარდა.

მედიის ცნობით, “ანტონოვ-12”, რომელსაც უკრაინაში დაფუძნებული კომპანია მართავდა, სერბეთიდან იორდანიაში მიფრინავდა.

ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ბორტზე, მაგრამ ზოგიერთი დაუდასტურებელი ცნობით, თვითმფრინავში შესაძლოა, რვა ადამიანი იმყოფებოდეს.

საბერძნეთის სახელმწიფო მაუწყებელის ERT-ის ინფორმაციით, თვითმფრინავს 12-ტონიანი ტვირთი გადაჰქონდა.

გავრცელებული ინფორმაციით, პილოტმა კავალას აეროპორტში ავარიული დაშვება მოითხოვა ძრავის პრობლემის გამო, თუმცა ასაფრენ-დასაფრენ ბილიკზე მისვლა ვერ შეძლო.

თვითმხილველები ირწმუნებიან, რომ მათ აფეთქებების ხმაც გაიგეს.

ადგილობრივმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ შვიდი სახანძრო მანქანა იყო მობილიზებული, მაგრამ ისინი შემთხვევის ადგილს განგრძობადი აფეთქებების გამო ვერ მიუახლოვდნენ. სახანძრო ბრიგადის ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, ისინი თვითმფრინავზე არსებულ ტვირთს საშიშ მასალად განიხილავენ.