loader

"ესაა ხვიჩას ნათქვამი სიტყვა ქართულად, ინტერპრეტაციის გარეშე... თუ გნებავთ, ეს პოსტი თავის დაძვრენად ან ბოდიშად მიიღეთ" - გიგა მაქარაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ესაა ხვიჩას ნათქვამი სიტყვა ქართულად, ინტერპრეტაციის გარეშე... თუ გნებავთ, ეს პოსტი თავის დაძვრენად ან ბოდიშად მიიღეთ" - გიგა მაქარაშვილი

"ესაა ხვიჩას ნათქვამი სიტყვა ქართულად, ინტერპრეტაციის გარეშე" - ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში წერს და ვიდეოს აქვეყნებს.

მაქარაშვილის თქმით, მის წინა პოსტს ცუდი გამოხმაურება მოჰყვა.

"ჩემს დაწერილ წინა პოსტს ცუდი რეაქციები მოჰყვა. ზოგი კვარას აგინებს, ზოგიც მე, არადა მარტივადაა ყველაფერი: ბოლო ათწლეულების უდაოდ ყველაზე დიდი ტალანტია ეს ბიჭი და მისი ქომაგების სიაში მეც ვარ! ბუნებრივია, მისგან ფეხბურთის თამაშის გარდა, ისეთი პოზიციის გაჟღერებას ველი(თ), რომელიც ყველაზე მართალია.

თუ გნებავთ, უკან დახევად მიიღეთ ეს პოსტი, თუ გინდათ თავის დაძვრენად, გინდათ ბოდიშად ან ბოდვად. პატარა ერის კომპლექსი გვაქვს და ყველა წარმატებული ქართველი გვინდა ყველფერში იდეალური იყოს. წარმატებები საქართველოს, კვარას და უკრაინას რუსეთის დედას შევე*ით!" - წერს მაქარაშვილი.

მაქარაშვილი წინა პოსტში წერდა, რომ კარგი ფეხბურთელი შეიძლება დადგე, შეიძლება საუკეთესოც გახდე, მაგრამ თუ გულში საკმარისად ადამიანი არ ხარ, მაგას არაფერი შველის.

"მძიმე ამბავია და გაფრთხილებთ, ეს პოსტი არ მოგეწონებათ. ჩვენს ოქროს ბიჭს იტალიურ გრანდში გადასვლის შემდეგ პირველი პრესკონფერენცია ჰქონდა. იტალიელმა ჟურნალისტებმა რუსული კლუბიდან გადასულ ქართველს, რა თქმა უნდა, უკრაინაზეც დაუსვეს შეკითხვა. პასუხის მოლოდინში ღრმად ჩავისუნთქე და თვალები დავხუჭე, ნეტავ არ ეკითხათ:

„ვფიქრობ, რუსეთში არსებული მდგომარეობა პოლიტიკური საკითხია. სიტუაცია ძალიან რთულია. მე ავირჩიე ბათუმის „დინამოში“ თამაში, რადგან ის ჩემი ქვეყანაა, მაგრამ არ მინდა პოლიტიკაზე საუბარი“.

კარგი ფეხბურთელი შეიძლება დადგე, შეიძლება საუკეთესოც გახდე, მაგრამ თუ გულში საკმარისად ადამიანი არ ხარ, მაგას არაფერი შველის!".