რამდენი ლარით გაძვირდა საქალაქთაშორისო ტრანსპორტის ტარიფები?
საქალაქთაშორისო ტრანსპორტის ტარიფები გაძვირდა
საქალაქთაშორისო ტრანსპორტის ტარიფები გაძვირდა. ნებისმიერი მიმართულებით მგზავრობისას, სულ მცირე 5 ლარით მეტს იხდით, ვიდრე გასული წლის ამავე პერიოდში.
როგორც სამარშრუტო ტაქსის მძღოლები ამბობენ, გაძვირების ძირითადი მიზეზი საწვავის ფასია.
მათი თქმით, იქ სადაც საწვავი თითქმის 5 ლარი გახდა, შეუძლებელია 10 ლარად მგზავრი ატარო.
მიუხედავად იმისა, რომ ნავთობის ფასი მცირდება, საქართველოში საწვავის ფასები მაინც ძალიან მაღალია. 1 ლიტრი "სუპერის" ფასი 4 ლარი და 25 თეთრია; "პრემიუმის" - 4,2 ლარი, 1 ლიტრი „რეგულარი" კი 3 ლარი და 80 თეთრი ღირს.
საწვავის ტარიფები პირდაპირ აისახება სამომხმარებლო ფასებზეც, რაც მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს.
რაც შეეხება მგზავრობის ტარიფს კონკრეტული მიმართულებებით, ბოლო მონაცემებით, თბილისი-ქუთაისის მიმართულებით მგზავრობა 20 ლარი ღირს, თბილისიდან სამეგრელოს ნებისმიერ ქალაქში წასასვლელად 25 ლარის გადახდა მოგიწევთ. ბათუმამდე გადაადგილება კი 30 ლარი ღირს.