loader

""ბატონო სოსო, თქვენი არასამართლიანი ქმედების გამო შეიწირეთ ჩვენი ოჯახის ჯანმრთელობა... თქვენ გამო აღმოჩნდა ჩემი ქმარი ციხეში" - დეა აფციაური გოგაშვილს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

""ბატონო სოსო, თქვენი არასამართლიანი ქმედების გამო შეიწირეთ ჩვენი ოჯახის ჯანმრთელობა... თქვენ გამო აღმოჩნდა ჩემი ქმარი ციხეში" - დეა აფციაური გოგაშვილს

დეა აფ­ცი­ა­უ­რი, რო­მე­ლიც ოთო აბე­სა­ძის მე­უღ­ლეა, სუს-ის ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის, სოსო გო­გაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას პა­სუ­ხობს და მას უმ­ძი­მეს ბრალ­დე­ბებს უყე­ნებს.

რო­გორც აფ­ცი­ა­უ­რი წერს, სწო­რედ გო­გაშ­ვი­ლის არა­სა­მარ­თლი­ა­ნი ქმე­დე­ბის გამო აღ­მოჩ­ნდა მისი მე­უღ­ლე 2017 წელს ცი­ხე­ში.

"ბა­ტო­ნო სოსო, ყვე­ლა­ზე სამ­წუ­ხა­როა, თქვენ­ნა­ი­რი მშობ­ლე­ბის გამო შვი­ლე­ბი რომ იჩაგ­რე­ბი­ან, მაგ­რამ ამ ყვე­ლა­ფერ­ში მხო­ლოდ და მხო­ლოდ თქვენ ხართ დამ­ნა­შა­ვე. თუმ­ცა თქვე­ნი არა­სა­მარ­თლი­ა­ნი ქმე­დე­ბის გამო 2017 წელს მშობ­ლე­ბი­ან-შვი­ლე­ბი­ა­ნად შე­ი­წი­რეთ მთე­ლი ჩვე­ნი ოჯა­ხის ჯან­მრთე­ლო­ბა, რო­მელ­საც დღემ­დე ვმკურ­ნა­ლობთ.

თქვე­ნი არა­სა­მარ­თლი­ა­ნი ქმე­დე­ბის გამო აღ­მოჩ­ნდა ჩემი ქმა­რი ცი­ხე­ში, თქვე­ნი არა­სა­მარ­თლი­ა­ნი ქმე­დე­ბის გამო გარ­და­ეც­ვა­ლა ბა­ბუა, თქვე­ენი არა­სა­მარ­თლი­ა­ნი ქმე­დე­ბის გამო და­მი­ზი­ან­და ფი­ზი­კურ-მენ­ტა­ლუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბა და გაგ­ვიმ­წარ­და ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პე­რი­ო­დი.

თქვე­ნი არა­სა­მარ­თლი­ა­ნი ქმე­დე­ბის გამო თეთ­რი კა­ბის მა­გივ­რად, გლ­და­ნის ცი­ხის კედ­ლებ­ში მო­ვა­წე­რე საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან ხელი, თქვე­ნი არა­სა­მარ­თლი­ა­ნი ქმე­დე­ბის გამო დავ­დი­ო­დი ყო­ველ­დღე “პე­რე­და­ჩებ­ზე” ისე, რომ არ ვი­ცო­დი, კიდევ 1თვე, 1 წელი თუ 10 წელი მო­მი­წევ­და გლ­და­ნის ცი­ხე­ში ასე სი­ა­რუ­ლი.

სა­ბო­ლო­ოდ ზო­გი­ერ­თი ადა­მი­ა­ნი ტო­ვებს იმ ად­გილს, სა­დაც უსა­მარ­თლოდ ხვდე­ბა და სხვე­ბი იკა­ვე­ბენ იგი­ვე ად­გილს სა­მარ­თლი­ა­ნად… გპირ­დე­ბით პირ­ველ ხილს და წვენს მე შე­მო­გაწ­ვდით “პე­რე­და­ჩა­ზე” კარ­მა უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოა ჩვენ­ნა­ი­რი მოკ­ვდა­ვე­ბის­თვის, ბა­ტო­ნო სოსო" - წერს დეა აფ­ცი­ა­უ­რი.

ცნო­ბის­თვის, დეა აფ­ცი­ა­უ­რის მე­უღ­ლე, მე­რი­ის ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი ოთო აბე­სა­ძე ქრთა­მის აღე­ბის ბრალ­დე­ბით სუს-მა 2017 წელს და­ა­კა­ვა. გა­მო­ძი­ე­ბის თა­ნახ­მად, აბე­სა­ძემ მდი­ნა­რე მტკვარ­ზე, გარ­კვე­უ­ლი კონ­სტრუქ­ცი­ის აშე­ნე­ბის­თვის სა­ჭი­რო ნე­ბარ­თვის მი­სა­ღე­ბად და ნე­ბარ­თვის მი­ღე­ბამ­დე მშე­ნებ­ლო­ბის წარ­მო­ე­ბის მფარ­ვე­ლო­ბის სა­ნაც­ვლოდ მო­ქა­ლა­ქეს 3 ათა­სი დო­ლა­რი ქრთა­მის სა­ხით გა­მო­არ­თვა. იგი პა­ტიმ­რო­ბი­დან 2018 წლის იან­ვარ­ში გა­თა­ვი­სუფ­ლდა.

რაც შე­ე­ხე­ბა სოსო გო­გაშ­ვი­ლის წე­რილს, მან დღეს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცე­ლი პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა და მისი ოჯა­ხის წევ­რებ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ზე­წო­ლა­ზე ისა­უბ­რა. თქვა, რომ აქვს ფაქ­ტე­ბი 2021 წლის არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რა­ზეც მისი თქმით, ვრცლად მოგ­ვი­ა­ნე­ბით ისა­უბ­რებს.